წესები და პირობები
შპს „მეამას“ (ს/ნ: 405139425) (შემდგომში „კომპანია”) მიერ შემუშავებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების პოლიტიკა (შემდგომში „სავაჭრო პოლიტიკა”)
I თავი - ზოგადი წესები და პირობები
-
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა ქართულ ენაზე განთავსებულია კომპანიის ყველა სავაჭრო ობიექტში (შემდგომში „ობიექტი“). ასევე, სავაჭრო პოლიტიკა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ-გვერდზე, დომეინით - www.meama.ge და კომპანიის აპლიკაციაში/ონლაინ მაღაზიაში სახელწოდებით - MEAMA (შემდგომში როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე მოხსენიებული როგორც „ონლაინ პლატფორმა“).
-
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა არეგულირებს კომპანიის მხრიდან კომერციული საქმიანობის განხორციელების წესებსა და პირობებს ონლაინ პლატფორმაზე.
-
კომპანია თითოეულ მომხმარებელს სთხოვს ყურადღებით გაეცნოს წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება სავაჭრო პოლიტიკის კონკრეტულ დებულებას, კომპანია თითოეულ მომხმარებელს სთხოვს არ ისარგებლოს კომპანიის ონლაინ პლატფორმით.
-
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს თქვენსა და კომპანიას შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მხოლოდ კომპანიის ვებ-გვერდისა და ონლაინ მაღაზიის გამოყენებას.
-
კომპანიის სავაჭრო პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკით.
-
ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას კომპანიის მიერ ოპერირებად ონლაინ პლატფორმაზე პირადი ანგარიში, რათა მომხმარებელმა ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეიძინოს, ხოლო კომპანიამ მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება:
-
მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება კომპანიის მიერ მის ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, ონლაინ პლატფორმის საშუალებით განხორციელებული გაყიდვებიდან საკომისიოს დაანგარიშება და ანაზღაურების წესი, ასევე ანგარიშის დახურვა.
-
ონლაინ პლატფორმის გამოყენებამდე ყურადღებით უნდა გაეცნოთ წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას.
-
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის ონლაინ პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად კანონმდებლობის დაცვით, ამავე ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. აღნიშნული ცვლილების შესახებ კომპანია მომხმარებელს შეატყობინებს მეილზე ან/და ონლაინ პლატფორმაში არსებულ პროფილზე შეტყობინების გაგზავნით.
II თავი - კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია
-
შპს „მეამა“ (ს/ნ: 405139425)
-
იურიდიული მისამართი: თბილისი, სამგორის რაიონი, გივი ამილახვარის ქუჩა, N2
-
ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, სამგორის რაიონი, გივი ამილახვარის ქუჩა, N2
-
ტელეფონის ნომერი: 032 280 08 08
-
ელ-ფოსტა: info@meama.ge
III თავი - ტერმინთა განმარტება
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
-
აპლიკაცია - მობილური აპლიკაცია/პროგრამა „MEAMA”, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მცირე, უკაბელო გამოთვლით მოწყობილობებზე, როგორებიცაა სმარტფონები და ტაბლეტები და რომელსაც ფლობს კომპანია.
-
ვებსაიტი - ვებგვერდების ერთობლიობა, დომეინით www.meama.ge.
-
კომპანია/„მეამა“ - აღნიშნავს მიმწოდებელ პირს შპს „მეამას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405139425, იურიდიული მისამართი: თბილისი, სამგორის რაიონი, გივი ამილახვარის ქუჩა, N 2), რომელიც ფლობს ვებსაიტს დომეინით www.meama.ge და აპლიკაციას „MEAMA”.
-
მომხმარებელი - პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიის ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია. ასევე, ნიშნავს კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.
-
საქონელი/პროდუქცია - ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე, მათ შორის და არა მხოლოდ - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული ნებისმიერი სახის პროდუქცია, მათ შორის და არა მხოლოდ ყავა, ჩაი, სხვადასხვა ცხელი/ცივი სასმელების დასამზადებელი კაფსულები, ყავის მოსამზადებელი აპარატები, დამხმარე ინვენტარი/აქსესუარები, ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი გასაყიდი პროდუქცია და ა.შ.
-
ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
-
ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას.
-
გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას, წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, ხოლო ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევა ამ წესების ნაწილად და არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ონლაინ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ონლაინ პლატფორმაზე.
-
ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
-
უნივერსალური იდენტიფიკატორები - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით. უნივერსალური იდენტიფიკატორების კონკრეტული ჩამონათვალი მოცემულია წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში.
-
ვერიფიკაცია - შექმნილი პირადი ანგარიშის დადასტურება, რომელიც ხორციელდება წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის VI თავის მე-3 მუხლის შესაბამისად.
-
რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
-
ხელშეკრულება - მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
-
მარაგი, მარაგშია - პროდუქტის ხელმისაწვდომობის სტატუსი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ონლაინ პლატფორმისთვის და არ იძლევა ინფორმაციას კომპანიის რომელიმე ფიზიკური ფილიალის მარაგების თაობაზე.
IV თავი - კომპანიის ვალდებულებები
-
კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქცია.
-
პროდუქცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის პროდუქციად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
-
კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში პროდუქცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის პროდუქციად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.
V თავი - მხარეთა ვალდებულებები
-
თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
-
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
VI თავი - მომხმარებლის განცხადებები
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
-
არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
-
გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.
-
მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
-
კომპანია უფლებამოსილია, რომ შეცვალოს საკუთარი პროდუქციის ფასები ნებისმიერ დროს მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
-
გაეცნო და სრულად ეთანხმება კომპანიას მიერ დადგენილ სავაჭრო პოლიტიკის წესებსა და პირობებს, მათ შორის პროდუქციის შეძენის, გადახდის, მიწოდებისა და დაბრუნების პირობებს.კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაში, რომლის შესახებაც მომხმარებელი ინფორმირებული იქნება.
-
მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი და შეესაბამება სინამდვილეს.
-
მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის და არა მხოლოდ, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან/და სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
-
პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
-
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
-
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
-
თანახმაა პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
-
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
-
კომპანია მომხმარებელთან ხელშეკრულებას დადებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ ზემოთ გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და სავაჭრო პოლიტიკით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე/პროდუქციის გაყიდვაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
VI თავი - კომპანიის მომსახურებით/პროდუქციით სარგებლობის წესები
-
რეგისტრაციის პროცესი
-
მომხმარებელი რეგისტრირდება კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე.
-
რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ. ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მომხმარებლისა.
-
გარდა წინამდებარე თავის მე-2 მუხლით დადგენილი წესისა, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის მიუთითოს ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი და პაროლი, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მომხმარებლისა.
-
ვერიფიკაციისთვის მომხმარებელი, წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის მე-6 თავის 1-ლი მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უთითებს პირად ნომერს.
-
რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას. სავალდებულოა, რომ აღნიშნული ველი მონიშნული იყოს, მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნისა და პროცესის გამარტივების მიზნით.
-
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ონლაინ პლატფორმაზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი შესყიდვის მიზნით.
-
შესყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი შესყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო ინდექსი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანისა და გადახდის მეთოდებს და ასრულებს შესყიდვის პროცედურას. ამასთან, შესყიდვის გვერდზე არ მოითხოვება ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა რეგისტრაციის/ვერიფიკაციის პროცესში უკვე მიუთითა.
-
კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკით ან/და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება.
-
რეგისტრაციის პროცესის გასამარტივებლად, გთავაზობთ განმარტებებს უნივერსალური იდენტიფიკატორების თაობაზე:
-
მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი.
-
მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
-
მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
-
პირადი ნომერი - დისტანციური მომსახურების მისაღებად, ვერიფიკაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი.
მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
-
ავტორიზაციის პროცესი
-
ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, ავტომატურად, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ონლაინ პლატფორმის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები).
-
ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
-
მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება მიღება და გაუქმება
-
ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და შესყიდვის განხორციელება, ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
-
ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ძიების ან/და ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
-
პროდუქციის შეძენა მოხმარებელს შეუძლია განახორციელოს ორი განსხვავებული სტანდარტული და სწრაფი მეთოდით (შემდგომში „სწრაფი მეთოდი“ ან „სტანდარტული მეთოდი“).
-
სტანდარტული მეთოდი - მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს სტანდატულ მეთოდს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს პირად კალათაში.
-
პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგ:მიწოდების) საფასური და აღნიშნულის შემდეგ მომხმარებელმა უნდა განათავსოს შეკვეთა.
-
სტანდარტული მიწოდების მეთოდის არჩევის შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება განხორციელდება სამიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
-
იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი პროდუქციის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს და მომხმარებელმა უნდა აირჩიოს სტანდარტული მიწოდების ტიპი, კომპანია მიწოდებას ახორციელებს უფასოდ ნებისმიერ მისამართზე, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარზე ნაკლები პროდუქციის შესყიდვისას - სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში მიწოდების ღირებულება შეადგენს - 5 (ხუთი) ლარს.
-
სწრაფი მეთოდი - სწრაფი მეთოდის არჩევის შემთხვევაში მიწოდება ხდება იმავე დღეს. ამ შემთხვევაში მიწოდების კონკრეტული დრო დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ წარდგენილ მისამართზე. ქალაქ თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქ(ებ)ისა და რეგიონ(ებ)ის (მათ შორის და არა მხოლოდ სოფელი, დაბა, თემი) მითითების შემთხვევაში, ხორციელდება სტანდარტული მიწოდება.
-
სწრაფი მეთოდით მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ მისამართზე. სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფისათვის კომპანია თანამშრომლობს მესამე პირთან, რომელიც მის მიერ განსაზღვრული ალგორითმის გამოყენებით ადგენს მანძილს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართსა და იმ გაცემის პუნქტს შორის საიდანაც უნდა მოხდეს პროდუქციის გატანა/მიწოდება მომხმარებლისათვის. კომპანიის მიერ ასეთი გაცემის პუნქტებად განსაზღვრულია მისი შემდეგი სივრცეები ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70 (სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“), ქ. თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქ. N2 (სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“), ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი მე-16 კმ (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), შესაბამისად, ზემოთ ხსენებული ალგორითმის მიერ ავტომატურად, მომხმარებლის მიერ წარდგენილი მისამართის შესაბამისად განისაზღვრება თუ რომელი სივრციდან უნდა მოხდეს მისთვის პროდუქციის მიწოდება. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის პროდუქციის სწრაფ მიწოდებას, ასევე მიწოდების ღირებულების ოპტიმალურ გაანგარიშებას.
-
მომხმარებელმა ნასყიდობის ფასი/მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. შესაბამისად, კომპანიას მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებისა და საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად გადაიხდის პროდუქციის მთლიან ღირებულებას. ანგარიშსწორების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:
-
მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს პლასტიკური/ციფრული ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაზე თანხმობას.
-
პლასტიკური/ციფრული ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.
-
კომპანია მომხმარებელს პლასტიკური/ციფრული ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით.
-
მომხმარებლის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება (და არსებობის შემთხვევაში - მასზე დარიცხული საკომისიო) სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
-
მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდით:
-
ნებისმიერი პლასტიკური/ციფრული ბარათით კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე.
-
კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. შეკვეთების დამუშავება ხდება 10:00-დან 19:00 საათამდე. 19:00 საათის შემდეგ ან შაბათ, კვირას ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში განხორციელებული შეკვეთების დამუშავება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
-
შეკვეთა დასრულებულად ითვლება პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
-
მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
-
მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი მახასიათებლების შემოწმება და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
-
კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მომხმარებელს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
-
ონლაინ პლატფორმაზე გაფორმებული შეკვეთის დადასტურება ხდება მომხმარებლის რეგისტრირებულ, მოქმედ მეილზე, შეკვეთის გაფორმებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული, შეკვეთის დადასტურება ხდება მომხმარებლის იმ ელ. ფოსტის მისამართზე, რომელიც მან (მომხმარებელი) მიუთითა შეკვეთის გაფორმების დროს.
-
გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს ან გაუქმდეს შეკვეთა, რის შესახებაც კომპანია პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობებს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ნივთის მიწოდების დამატებით ვადას, შეკვეთა გაუქმდება და გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე საშუალებით რითაც მომხმარებელმა თავდაპირველად გადაიხადა, ხოლო თანხის სხვა საშუალებ(ებ)ით დაბრუნების თაობაზე მომხმარებლის თანხმობაა საჭირო.
-
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ არჩეულ ვადაში კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ისეთი როგორიცაა წყალდიდობა, მიუვალი გზა, უამინდობა, დიდთოვლობა და ა.შ., არ/ვერ განხორციელდება პროდუქციის დროული მიწოდება, მომხმარებელს კომპანიის მიმართ აღნიშნულის თაობაზე არ ექნება რაიმე სახის პრეტენზია/მოთხოვნა/უკმაყოფილება/დავა. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ წინამდებარე პუნქტით განაზღვრული შემთხვევა წარმოადგენს კომპანიისგან დამოუკიდებელ გარემოებას, რის გამოც დაგვიანებულ, არადროულ მიწოდებაზე პასუხისმგებელი კომპანია ვერ იქნება.
-
გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო კომპანიის მიერ შესაძლოა გაუქმდეს შეკვეთა, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა მისი თანხმობის შემთხვევაში მიეწოდოს ის პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ასეთი შემთხვევის თაობაზე მომხმარებელს ეცნონება კომპანიის საინფორმაციო სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.
-
გაყიდული პროდუქციის მომხმარებლისთვის ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან მომხმარებელზე გადადის საქონლის შეთხვევით დაღუპვის/განადგურების ან/და ნებისმიერი დაზიანების რისკი.
VII თავი - ფორს-მაჟორი
-
არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შემდეგ.
-
თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
-
მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
-
შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
-
არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
VII თავი - ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა
-
მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია) - გარანტიის პირობები
-
თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
-
პროდუქციის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
-
პროდუქცია შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქციის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქცია შეიძინა.
-
პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქციის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
-
საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
-
კომპანიამ პროდუქცია გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
-
კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
-
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
-
საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში.
-
საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი.
-
საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
-
ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კომპანია მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში გასწევს პროდუქციის შეკეთებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. თუ მომხმარებელი პროდუქციის ნაკლს პროდუქციის მისთვის ჩაბარებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩენს, იგულისხმება, რომ ნაკლი პროდუქციის მიწოდებისას არსებობდა. პროდუქციის 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს თავად მოუწევს იმის მტკიცება, რომ პროდუქციის ნაკლი პროდუქციის მიწოდებისას არსებობდა. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო ვადა ვრცელდება ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ინვენტარი, ყავის აპარატები და მსგავსი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით დასახელებულ პროდუქციაში არ იგულისხმება სასმელები, კაფსულები და სხვა მსგავსი პროდუქცია.
-
ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს, რომელიც მას მიუთითებს წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანის პროდუქციის დიაგნოსტირებისათვის დატოვოს კომპანიის წარმომადგენლის მიერ მითითებულ კომპანიის ერთ-ერთ შემდეგ სავაჭრო ობიექტში:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70 (სავაჭრო ცენტრი „სითი მოლში“ განთავსებული კომპანიის მაღაზია),
ქ. თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქ. N2 (სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთში“ განთავსებული კომპანიის მაღაზია),
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი მე-16 კმ (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლში“ განთავსებული კომპანიის მაღაზია).
-
იმ შემთხვევაში თუ ნაკლი ვერ აღმოიფხვრა კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის პროდუქციის ჩანაცვლებას. ხოლო თუ პროდუქციის ჩანაცვლებას ვერ უზრუნველყოფს კომპანია, იმ გარემოების გამო რომ ფიზიკურად მსგავსი/იმავე პროდუქცია არ აქვს სავაჭრო ობიექტებსა თუ საწყობში, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შესთავაზოს ფულადი სახის ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც პროდუქციის საწყის/შეძენის მომენტში გადახდილ ღირებულებას გამოაკლდება ნივთის სარგებლობისა და ნორმალურ პირობებში ამორტიზაციის ღირებულება.
-
საგარანტიო პირობები არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში:
-
გასულია საგარანტიო ვადა.
-
პროდუქციას აქვს ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, რომელიც არ არის გამოწვეული ქარხნული ნაკლით/კომპანიისბრალით.
-
დარღვეულია ექსპლუატაციისა და მოხმარების წესები.
-
პროდუქციის დაზიანება გამოწვეულია ელექტროენერგიის ქსელის გაუმართაობით, პროდუქციის დეტალების კოროზიით ან დანესტიანებით.
-
პროდუქციის დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური/თვითნებური შეკეთების სამუშაოების შედეგად.
-
საგარანტიო პირობები არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა შეიძინა მეორეული პროდუქცია (მათ შორის და არა მხოლოდ, Meama Outlet-ის კამპანიის ფარგლებში).
-
დაბრუნების პოლიტიკა
-
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
-
ეს ვადა აითვლება:
-
ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
-
მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან.
-
საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
-
ამდენად, მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქციის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების თაობაზე (კერძოდ - იმ პროდუქციის უკან დაბრუნების თაობაზე, რომლის ფიზიკური მთლიანობა, შენახვის პირობები და ჰერმეტულობა არ დარღვეულა). ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს პროდუქციის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა, რომელიც ერთვის წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას. ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@meama.ge
-
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას წარუდგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც ადასტურებს იმ პროდუქციის შეძენას, რომლის დაბრუნებაც უნდა განახორციელოს მომხმარებელმა.
-
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს პროდუქცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. გასწიოს პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
-
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მახასიათებლები არ შეესაბამება ონლაინ პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, პროდუქციას გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან პროდუქცია დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით.
-
მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს პროდუქცია ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე, მომხარებელმა უნდა დააბრუნოს შესყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ. ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ პროდუქციასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას. კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
-
კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქციას არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
-
თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
-
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
-
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
-
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ პროდუქციაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
-
ამასთან, პროდუქციის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ პროდუქციის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში, მომხმარებლის თანდასწრებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება კომპანიის წარმომადგენლის მიერ პროდუქციის მდგომარეობის შეფასებას, მომხმარებელი უფლებამოსილია დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით შეამოწმოს პროდუქციის მდგომარეობა და დასკვნა წარუდგინოს კომპანიას. დამოუკიდებელი ექსპერტის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს მომხმარებელი, იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით დადგინდება, რომ კომპანიის წარმომადგენლის შეფასება იყო სწორი.
-
დაბრუნების პოლიტიკიდან საგამონაკლისო შემთხვევები:
-
კომპანიის კონკრეტული პროდუქცია, კერძოდ, სასმელი კაფსულები წარმოადგენს ჰერმეტულად დაცულ საკვებ პროდუქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი შენახვის პირობების დაცვას, შესაბამისად მომხმარებლის მიერ შეძენილი სასმელი კაფსულები, რომელთა ფიზიკური მთლიანობა და შენახვის პირობები დაირღვა, დაბრუნებას არ ექვემდებარება.
-
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
-
პროდუქცია, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან/და წაშლილი იქნება პროდუქტის სერიული ნომერი, ვარგისიანობის ვადა.
-
პროდუქცია, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.
-
მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
-
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს.
-
მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული.
-
მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
-
50%-80%-იანი აქციით შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში.
მომხმარებელმა ნასყიდობის ფასი/მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. შეკვეთის დასრულებისთანავე კომპანია ვებსაიტზე/აპლიკაციაში ასახავს/დაადასტურებს შეკვეთის დასრულების ფაქტს.
VIII თავი - მოხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანია უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას.
კომპანია/მოვაჭრე ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნობრიობით:
-
მომხმარებლის რეგისტრაცია/ვერიფიკაცია კომპანიის ვებსაიტზე/აპლიკაციაში;
-
მომხმარებლისთვის შეკვეთილი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა;
-
საქონლის დიაგნოსტირება/შეცვლა/შეკეთება;
-
პროდუქციის დაბრუნება/შეცვლა;
-
თანხმობის შემთხვევაში, მარკეტინგული მიზნით სხვადასხვა შეთავაზების გაგზავნა მომხმარებლისთვის;
-
მომხმარებლების პრეფერენციების განსაზღვრა და მასზე მორგებული შეთავაზებების მომზადება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს:
-
მონაცემების სუბიექტის თანხმობა;
-
კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
მომხმარებელი, როგორც მონაცემთა სუბიექტი ვებსაიტზე/აპლიკაციაში რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას ან/და კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული მონაცემები წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული მიზნებისათვის.
|
პროდუქციის უკან დაბრუნების ფორმა |
|
|
კომპანიის სახელი: |
შპს „მეამა“ |
|
კომპანიის მისამართი: |
საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, გ. ამილახვარის ქ. N2 |
|
კომპანიის ტელ. ნომერი: |
032 280 08 08 |
|
კომპანიის ელ. ფოსტა: |
|
|
მომხმარებლის სახელი, გვარი: |
|
|
მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემი (ტელ. ნომერი ან/და ელ. ფოსტა): |
|
|
შეძენილი პროდუქტის დასახელება: |
|
|
შეკვეთის დრო: |
|
|
შეკვეთის მისამართი: |
|